ჩვენმა სამოქალაქო კლუბმა "friendship club" ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდისთვის დაგეგმა და განახორციელა რამდენიმე აქტივობა. მათ შორის ყველაზე გამორჩეული იყო 15 მარტს სკოლის სააქტო დარბაზში გამართული ღონისძიება, რომელიც ჩატარდა სკოლის ხელმძღვანელობის დახმარებით.
ჩვენ მოწვეული გვყვავდა ცნობილი რაგბისტი პალიკო ჯიმშელაძე. შეხვედრა მიმდინარეობდა კითხვა-პასუხის რეჟიმში და მიზნად ისახავდა ახალგაზრდა თაობის მეტად დაინტერესებას სპორტითა და ზოგადად ჯანსაღი ცხოვრების წესით.
ამისთვის წარომდგენილი იყო სლაიდები, საინფორმაციო შინაარსის გაზეთები, აღნიშნული ღონისძიებაზე მოხდა მანამდე ჩატარებული გამოკითხვის, მისი შედეგებისა და სტატისტიკური მონაცემების პრეზენტაცია.
შეხვდრას ესწრებოდნენ ჩვენი სკოლის მასწავლებლები, მოსწავლეები, მოწვეულები იყვნენ სამოქალაქო ინიციატივების ქართული ასოციაცია "სიქას" წარმომადგენლები.
შეხვედრა საკმაოდ საინტერესო იყო , კმაყოფილები დავრჩით, როგორც კლუბის წევრები ასევე მოწვეული სტუმრები.