სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში რუსთავის სამოქალაქო კლუბები სიქას ინიციატივით სტუმრად ეწვივნენ რუსთავის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურს. მოცემული საკითხის ირგვლივ გვესაუბრა ბატონი კახა ბარათაშვილი. შეხვედრაზე ბატონმა კახამ ძირითადად ისაუბრა ჩვენს ქალაქში არსებული ორი დიდი პროექტის: კულტურისა და დასვენების პარკისა და სპორტული კომპლექსის შესახებ. შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, რომლის შედეგადაც მოსწავლეებმა შეძლეს ამომწურავი პასუხი მიეღოთ ყველა იმ საკითხის ირგვლივ რაც მათთვის საინტერესო იყო.
0 comments
Post a Comment