სამოქალაქო კლუბი შექმნილია "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" ფარგლებში, რომელსაც აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს(usaid) დაფინანსებით ახორციელებს ph-international. "სიქა" წარმოადგენს პროგრამის პარტნიორ ორგანიზაციას ქვემო ქართლის რეგიონში.

Labels

სტუმრები

Blogroll

Labels

Followers

Blog Archive

ჩვენ ვართ

Georgia
ქ.რუსთავის # 20 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბი

Thursday, April 4, 2013

შეხვედრა გინესის რეკორდსმენთან

სამოქალაქო კლუბების წევრებისთვის

სამშაბათს, 5 მარტს 3 საათზე რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ”სიქა-ს” ორგანიზებით მოეწყო შეხვედრა ჯუმბერ ლეჟავასთან, რომელიც გახლავთ ცნობილი სპორტსმენი, მოგზაური, გინესის რეკორდსმენი. შხვედრას ესწრებოდნენ რუსთავის სამოქალაქო კლუბის წევრები, მათ შორის ჩვენი კლუბის სამი წევრი: ელენე გოგიძე, ბლოგერი მარიამ თეზელაშვილი და თავჯდომარე ანა სანაია. შეხვედრა ძალიან საინტერესოდ წარიმართა და მოსწავლეებს საშუალება მიეცათ უშუალოდ დაესვათ კითხვები სტუმრისთვის, შეხვედრის ბოლოს კი სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს ჯუმბერ ლეჟავასთან.







0 comments

Post a Comment