არასამთავრობო ორგანიზაცია სიქას მიერ გამოცხადდა მცირე
გრანტების კონკურსი, რომელშიც ჩვენი სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებიც ჩავერთეთ. დავწერეთ
პროექტი, რომლის მიხედვითაც ადგილობრივ მედიასთან ურთიერთბის ფონზე უნდა გადაჭრილიყო
სათემო პრობლემა. პრობლემად დაისახა გამწვანების საკითხი. ჩვენი პროექტი დაფინანსდა,
გამოყოფილი თანხით შევიძინეთ ნერგები და 11 აპრილს დავრგეთ ნერგები(კვიპაროსი, ნეკერჩხალი,
ნაძვი, ცაცხვი, კვიდო, სირიის ვარდი - სულ 80 ნერგი). აქციაში მონაწილეობდნენ
თემის წევრები სკოლის მიმდებარე ტერიტორიიდან, მშობლები,
მასწავლებლები, მოსწავლეები, მანდატურები და მოხალისეები. სამოქალაქო კლუბი განაგრძობს
ზრუნვას ნერგების გახარებაზე.
0 comments
Post a Comment