9 ოქტომბერს ჩვენმა სამოქალაქო კლუბმა "Friendship Club" მოაწყო ფილმის
სასკოლო ჩვენება, რომლის სახელწოდებაა "Victim" ის გასულ წელს გადაიღო
ჩვენმა კლუბმა და ნარკომანიის თემას ეხმაურება. ფილმის ჩვენება მოეწყო
სკოლის სააქტო დარბაზში და მას ესწრებოდნენ კლუბის როგორც ძველი ასევე
ახალი წევრებიც, სულ 30 ბავშვი. ჩვენების დასრულების შემდეგ ბავშვებს შორის
გაიმართა დისკუსია. თითოეულმა მათგანმა გამოთქვა თავისი მოსაზრება, თუმცა
მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, ყველა მათგანი ერთხმად შეთანხმდა რომ
ფილმში წამოჭრილი პრობლემა ნამდვილად მნიშვნელოვანია და სრულად ასახავს
რეალობას. ჩვენ კი მომავალშიც განვაგრძობთ ამ თემაზე მუშაობას და აღნიშნული
პრობლემის წინააღმდეგ ბრძოლას.
0 comments
Post a Comment