სამოქალაქო კლუბი შექმნილია "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" ფარგლებში, რომელსაც აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს(usaid) დაფინანსებით ახორციელებს ph-international. "სიქა" წარმოადგენს პროგრამის პარტნიორ ორგანიზაციას ქვემო ქართლის რეგიონში.

Labels

სტუმრები

Blogroll

Labels

Followers

ჩვენ ვართ

Georgia
ქ.რუსთავის # 20 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბი

Wednesday, May 16, 2012

ფილმის ჩვენება

   ჩვენმა კლუბმა "friendship club" გადაწყვიტა გადაეღო მოკლემეტრაჟიანი ფილმი ნარკომანიაზე, სახელწოდებით "victim". მოგეხსენებათ ეს პრობლემა საკმაოდ აქტუალურია ახალგაზრდებში და სწორედ ახალი თაობის მონაწილეობით, ჩვენი მეგობრების და თანაკლასელების დახმარებით, შედგა გადაღება.
      ჩვენი მიზანი იყო ახალგაზრდა თაობისთვის დაგვენახვებინა რა ცუდი რამ არის ნარკომანობა და როგორ მარტივად შეიძლება ამ მავნე თვისების მსხვერპლი გახდე. ჩვენ ამ აქტივობით პოპულარიზაციას ვუწევთ ჯანსაღი ცხოვრების წესს.
       რა თქმა უნდა, ჩვენ ამ აქტივობის განხორციელებას ვერ შევძლებდით უფროსების დაუხმარებლად, რისთვისაც მადლობას ვუხდით ჩვენი სკოლის პედაგოგებს და დირექტორს გვერდში დგომისთვის. გადაღება დავიწყეთ ჩვენს კლასში და ვიღებდით ჩვენი ქალაქის სხვადასხვა ადგილას. ფილმში მონაწილეობა მიიღო 21-მა ადამიანმა.
 ჩვენი კლუბის მიერ გადაღებულ ფილმს "victim" პრეზენტაცია გაიმართა 14.05.12 USAID_ის ოფისში -17საათზე. ჩვენებას დაესწრო ჩვენი კლუბის,პედაგოგები,სხვა კლუბის წევრები და სიქას წარმომადგენლები. სულ 35 ადამიანი. პრეზენტაცია გაგრძელდა 1 საათი. ფილმის ჩვენების შემდეგ სტუმრებმა შეაფასეს ჩვენი ნამუშევარი.  მათ განაცხადეს, რომ ვინაიდან ეს ფილმი არის პირველი ჩვენთვის - იყო საკმაოდ კარგი და რაც მთავარია ადვილად გასაგები. მათი თქმით მიზანი, რომელსაც ფილმი ისახავდა მკაფიოდ იყო გამოხატული, რამაც ძალიან გაგვახარა და გაამართლა ჩვენი იმედები.

1 comments

ani May 19, 2012 at 7:20 AM

ვინ მიიღო მონაწილეობა ფილმის გადაღებაში? რამდენი ხანი იღებდით ფილმს? რა არის ფილმის მთავარი იდეა? რა მიზანს ისახავდა ჩატარებული აქტივობა?

Post a Comment