ჩვენმა კლუბმა "friendship club" გადაწყვიტა გადაეღო მოკლემეტრაჟიანი
ფილმი ნარკომანიაზე, სახელწოდებით "victim". მოგეხსენებათ ეს პრობლემა
საკმაოდ აქტუალურია ახალგაზრდებში და სწორედ ახალი თაობის მონაწილეობით,
ჩვენი მეგობრების და თანაკლასელების დახმარებით, შედგა გადაღება.
ჩვენი მიზანი იყო ახალგაზრდა თაობისთვის დაგვენახვებინა რა ცუდი რამ არის ნარკომანობა და როგორ მარტივად შეიძლება ამ მავნე თვისების მსხვერპლი გახდე. ჩვენ ამ აქტივობით პოპულარიზაციას ვუწევთ ჯანსაღი ცხოვრების წესს.
რა თქმა უნდა, ჩვენ ამ აქტივობის განხორციელებას ვერ შევძლებდით უფროსების დაუხმარებლად, რისთვისაც მადლობას ვუხდით ჩვენი სკოლის პედაგოგებს და დირექტორს გვერდში დგომისთვის. გადაღება დავიწყეთ ჩვენს კლასში და ვიღებდით ჩვენი ქალაქის სხვადასხვა ადგილას. ფილმში მონაწილეობა მიიღო 21-მა ადამიანმა.
ჩვენი კლუბის მიერ გადაღებულ ფილმს "victim" პრეზენტაცია გაიმართა 14.05.12 USAID_ის ოფისში -17საათზე. ჩვენებას დაესწრო ჩვენი კლუბის,პედაგოგები,სხვა კლუბის წევრები და სიქას წარმომადგენლები. სულ 35 ადამიანი. პრეზენტაცია გაგრძელდა 1 საათი. ფილმის ჩვენების შემდეგ სტუმრებმა შეაფასეს ჩვენი ნამუშევარი. მათ განაცხადეს, რომ ვინაიდან ეს ფილმი არის პირველი ჩვენთვის - იყო საკმაოდ კარგი და რაც მთავარია ადვილად გასაგები. მათი თქმით მიზანი, რომელსაც ფილმი ისახავდა მკაფიოდ იყო გამოხატული, რამაც ძალიან გაგვახარა და გაამართლა ჩვენი იმედები.

1 comments
ვინ მიიღო მონაწილეობა ფილმის გადაღებაში? რამდენი ხანი იღებდით ფილმს? რა არის ფილმის მთავარი იდეა? რა მიზანს ისახავდა ჩატარებული აქტივობა?
Post a Comment