გამარჯობათ,
გაწვდით ევროკავშირის საქართველოს წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას:
მოგესალმებით ევროკავშირის საქართველოს წარმომადგენლობის სახელით,
ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში იწყებს ევროკავშირის სამწუთიანი ფილმების ფესტივალს-მობილურით გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსს თემაზე “ევროკავშირი ჩვენს მეზობლად”, რომელიც გაიმართება 2012 წლის 12 ოქტომბრიდან 16 ნოემბრამდე. კონკურსის მონაწილეებმა მობილური ტელეფონით უნდა გადაიღონ სამწუთიანი ფილმი და შემოქმედებითი მიდგომით გადმოსცენ, თუ რა გავლენა იქონია ევროკავშირმა იმ კონკრეტულ სფეროზე, რასაც კონკურსანტები აირჩევენ. აღნიშნული კონკურსი ინიციატივაა, როდესაც ევროკავშირი სთავაზობს ქართველ ახალგაზრდებს თავად მოგვითხრონ საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის შედეგებზე.
ევროკავშირის სამწუთიანი ფილმების ფესტივალში მონაწილეობა შევძლიათ 14-25 წლის საქართველოს მოქალაქეებს. მოკლემეტრაჟიანი ფილმების აიტვირთება კონკურსის ვებ-გვერდზე http://www.eu3min.ge . დაჯილდოვდებიან საუკეთესო სამი ნამუშევრის ავტორები. საუკეთესო ვიდეოების გამოვლენაში მონაწილეობა და სასურველი ვიდეოსთვის ხმის მიცემა შეეძლება ყველა დაინტერესებულ პირ, ვინც საკუთარი ფეისბუკის ანგარიშით შევა ვებ-გვერდზე http://www.eu3min.ge . 2012 წლის 19 ნოემბერს 10 ვიდეო, რომელიც ყველაზე მეტ ხმას დააგროვებს, თავს მოიყრის “ტოპ-10″ ფინალისტის გალერეაში, სამი წევრისგან შემდგარი კონპეტენტური ჟიური სამ გამარჯვებულს გამოავლენს. გამარჯვებულები დასახელდება დაჯილდოვების ცერემონიალზე, რომელიც მოეწყობა 2012 წლის 30 ნოემბერს, ახალგაზრდობის სასახლესში. ასევე გამოცხადდება ფესტივალის ვებ-გვერდზე. გამარჯვებულები მიიღებენ შემდეგ პრიზებს: პირველი ადგილი-მობილური ტელეფონი Apple IPhone 4, მეორე ადგილი-ციფრული ფოტო-ვიდეო კამერა, მესამე ადგილი-მობილური ტელეფონი Samsung Galaxy Mini.
მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ გაეცნოთ ვიდეო კონკურსის წესებს ვებ-გვერდზე http://www.eu3min.ge. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
ჯუზეპე ვასკესი – პრესისა და ინფორმაციის ოფიცერი, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში: Giuseppe.vasques@eeas.europa.eu
მაია ჩიტაია, “ერთად შევეგებოთ ევროპას” maia.chitaia@actionprgroup.com +99599 490012

0 comments
Post a Comment