30 იანვარს მარნეულის საკრებულოს შემობის დიდ სააქტო დარბაზში სიქა-ს ორგანიზებით გაიმართა სამოქალაქო გაანთლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის შუალედური შემაჯამებელი ღონისძიება. შეხვედრას ესწრებოდნენ ქვემო ქართლის რეგიონის აქტიური სამოქალაქო კლუბების წევრები. პროგრამის კოორდინატორმა ქვემო ქართლის რეგიონში ინგა პაიჭაძემ გააკეთა ანალიზი პროგრამის მესამე წლის პირველი ნახევრის განმავლობაშ მიღწეული შედეგების შესაებ. რეგიონის ხუთმა აქტიურმა კლუბმა გააკეთა საკლუბო მუშაობის პრეზენტაცია. PH-International-ის მცირე გრანტების პროგრამის მენეჯერმა ინგა ქიბროწაშვილმა კმაყოფილება გამოთქვა რეგიონში პროგრამის მიმდინარეობით. ღონისძიების დასასრულს აქტიური სამოქალაქო კლუბები დაჯილდოვდნენ სიგელებითა და სამახსოვრო საჩუქრებით. შემაჯამებელ ღონისძიებას ესწრებოდა 120-ზე მეტი აქტიური კლუბის წევრი და მეურვე.
0 comments
Post a Comment