ჩვენმა სამოქალაო კლუბმა ,,Friendship Club” 22 პქტომბერს სკოლის სააქტო დარბაზში ჩაატარა შეხვედრა მანდატურებთან. შეხვედრას ესწრებოდა 90-მდე მოსწავლე, მე-8, მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეები, ასევე ჩვენი სკლოლის პედაგოგები. ამ შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა მანდატურებისა და მოსწავლეების ურთიერთობის გაუნჯობესება და ბავშვებისთვის მანდატურის სამსახურის უკეთ გაცნობა. ამიტომ, შეხვედრა მიმდინარეობდა კითხვა პასუხის რეჟიმში და საათ ნახევრის განმავლობაში წარიმართა დისკუსიები. მანდატურებმა ბავშვებს გააცნეს თავიანთი უფლება მოვალეობები, უპასუხეს როგორც მოსწავლეების ასევე პედაგოგების შეკითხვებს. ამ შეხვედრის ორგანიზება მოხდა მას შემდეგ რა ჩატარდა გამოკითხვა და აღმოჩნდა რომ ბავშვები უმეტესობა არც კი ესალმება მანდატურებს, ეს შეხვედრა კი საკმაოდ ნაყოფიერი გამოდგა რადგან, დღევანდელი დღით კმაყოფილი დარჩა აუდიტორია და ყველამ ერთხმად აღნიშნა, რომ ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო.
0 comments
Post a Comment