ვენმა სამოქალაქო კლუბმა “Frienship Club” 5 თებერვალს სკოლასი ჩაატარა ტრენინგი, რომლის დროსაც კლუბის წევრმა ანა სანაიამ, რომელიც გასულ წელს იმყოფებოდა ბანაკში და მიენიჭა თანატოლ განმანათლების სტატუსი, კლუბის დანარჩენ წევრებს შეასწავლა დებატების სტრუქტურა. ტრენინგს დაესწრო კლუბსი ყველა წევრი, სულ 20 მოსწავლე. სწავლება დაყოფილია რამდენიმე ნაწილად, რათა ერთბაშად არ მოხდეს დიდი ინფორმაციის მიწოდება, საბოლოო ჯამში კი ტრენინგი დაგვირგვინდება შეჯიბრით, რომელიც გაიმართება კლასებს შორის, გამარჯვებული გუნდის წევრები კი დაჯილდოვედიან სიგელებით.
0 comments
Post a Comment